Rus. Грузинская психиатричиская школа აღმოცენდა რუსული მეცნიერული და პრაქტიკული ფსიქიატრიიდან. საფუძველი ჩაუყარა პროფესორმა მ. ასათიანმა, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა 1923–იდან. შემდგომში 1938–იდან მოყოლებული. აკად. ა. ზურაბაშვილმა ფაქტობრივად შექმნა, განავითარა და დამოუკიდებელი შემოქმედებითი მიმართულება მისცა ამ დარგს. ქ. ფ. ს–ის თვალსაჩინო წარმომადგენლებია: ა. გოცირიძე, ე. გობრონიძე, ი. მენთეშაშვილი, ე. ნაკაშიძე, ა. მაკარიძე, ი. ბჟალავა, ნ. ვეშაპელი, გ. შენგელაია, ა. სავანელი, კ. იაშვილი, მ. მესტიაშვილი, ბ. ნანეიშვილი, შ. გამყრელიძე, ფ. კონტრიძე, ნ. ჩხეიძე, რ. მესხი, ნ. სავანელი, ვ. ჯიმშელეიშვილი, ო. ჭითავა, ზიგურდ ზურაბაშვილი, ზურაბ ზურაბაშვილი, გ. ბეგიაშვილი, ა. მამარდაშვილი, ა. კაკაბაძე და სხვ. ამ მეცნიერთა ორიგინალურმა ნაშრომებმა და პრაქტიკულმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქიატრიული აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.