A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ქა ქე ქვ ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქმე

ქმედითუნარიანობა

Rus. дееспособность
საკუთარი ქმედების მოქალაქეობრივი უფლების და მოვალეობის მოპოვების უნარი. ქმედითუნარიანად ითვლება სრულწლოვანებას მიღწეული პირი, რადგან ამ დროისათვის ადამიანი უკვე აღწევს ფსიქიკურ სიმწიფეს და იღებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც აუცილებელია სწორი გაგებისა და საკუთარი ქცევების რეგულირებისათვის. ქმედითუნარიოანობის არარსებობა (ქმედითუუნარობა) წარმოადგენს ფსიქიკური დაავადების ან (და) ჭკუასუსტობის შედეგს. სამამულო სამოქალაქო კოდექსში აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიერ ქმედითუუნაროდ მიიჩნევა ადამიანი, რომელსაც „სულით დაავადების ან ჭკუასუსტობის გამო არ შეუძლია საკუთარი მოქმედებების მნიშვნელობის გაგება ან მათი ხელმძღვანელობა“. ქმედითუნარიანობის, ისევე როგორც შერაცხადობის, სამედიცინო კრიტერიუმი ითეალისწინებს ფსიქიკური დაავადებების ფორმების მრავალფეროვნებას და ფსიქიკური დარღვევების გამოხატულების სხვადასხვაგვარობას. ქმედითუნარიანობის საკითხები ეხება სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას სამოქალაქო სამართალში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9