A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ქა ქე ქვ ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქონ ქორ ქოშ

ქორეოპათები

Rus. хореопаты
(Kehrer F.A.1939). ფსიქოპათიური პიროვნებები. რომლებიც არიან ჰანტინგტონის ქორეით დაავადებულთა ახლო ნათესავები. ჰანტინგტონის ქორეით დააეადებულებში პრემორბიდული ხასიათობრივი ცვლილებები ხშირია; შტერნბერგის (Штерберг Э.Я -1967) მიხედვით, აღინიშნება შემთხვევათა დაახლოებით 60%-ში და ატარებს მომატებული აგზნებადობის და ფეთქებადობის, ჩაკეტილობის და ემოციური სიცივის ხასიათს, ასეთი სახის ფსიქოპათიისმაგვარი მოვლენები აღენიშნებათ ახლო ნათესავებსაც; ეს შემთხვევები განიხილება როგორც დაავადების რედუცირებული ვარიანტი, „ჰანტინგტონის ეკვივალენტი“: იგი საშუალებას იძლევა, გამოიყოს ჰანტინგტონის ქორეის ბიოტოპი, რომელიც ხასიათდება მოძრაობითი დარღვევების არარსებობით ან იოლი გამოვლინებით (Davenport C.D., Muncie, 1916)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9