A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შაგ შავ შაი შაკ შარ შას შაქ

შაკიკი უნებლიე მოძრაობებით

Rus.
ჰემიპლეგიურ შაკიკს იშვიათად შეიძლება თან ახლდეს კლონური კრუნჩხვები. აღწერილია აგრეთვე შემთხვევები ქორეისეული, ათეტოზური, მიოკლონური, ბალიზმის მოძრაობები ჰემიპარეზით, ჰემიპლეგიით ან მათ გარეშე. შაკიკი ფსიქიკური აშლილობებით(migraena dysphernia, migraena psychia) შაკიკის შეტევის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ფსიქიკური აშლილობებიდან ხშირია ცნობიერების შეცვლა ორიენტაციის დარღვევით, შფოთვით, მოძრაობითი მოუსვენრობით, ჰალუცინციებით,.აგრეთვე შეიძლება აღინიშნებოდეს იმპულსური დარღვევები, მანიაკალური ან დეპრესიული მდგომარეობები, ჰალუცინოზები ან პორიომანია (Dietrich). ფსიქოზური მდგომარეობის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან დღემდეა. იშვიათად ფსიქოზი აღმოცენდება თავის ტკივილის შეტევის წინ, ხშირად - შეტევის მომენტში. იშვიათად – შეტევის შემდეგ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9