A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შაგ შავ შაი შაკ შარ შას შაქ

შაგრენ-ლარსონის დაავადება

Rus. Шагрена-Ларссона болезнь
მემკვიდრეობითი დაავადება გადაცემის ავტოსომურ–რეცესიული ტიპით, აზიანებს ორივე სქესს. დამახასიათებელია სხვადასხვა გამოხატულების ხარისხის ოლიგოფრენია, თანდაყოლილი ერითროდერმია, იქთიოზი და სპასტიკური დამბლები. გონებრივი ჩამორჩენილობა არ პროგრესირებს. აღინიშნება ეპილეფსიფორმული გულყრები, ბადურას გადაგვარება, ჰიპერტელორიზმი, კბილების დისპლაზია. შესაძლებელია ჰიპოფიზური დარღვევები. Sjogren T., Larsson T., 1959, 1957
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9