A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შეგ შედ შეე შევ შეკ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეშ შეც

შეგრძნება

Rus. ощущение
ადამიანის შემეცნებითი მოქმედების პირველი საფეხური, ობიექტური სამყაროს, როგორც გარემოს, ასევე საკუთარი ორგანიზმის, საგნების თვისებების ასახვა. აღმოცენდება გრძნობათა ორგანოებზე გარე სამყაროს საგნების ზემოქმედების შედეგად. წარმოადგენს საგნების და მოვლენების თვისებების მთლიანობის გრძნობით–ხატოვანი ასახვის პროცესს. მათ საფუძველზე ფორმირდება აღქმის პროცესი. შ-ს არჩევენ მოდალობის მიხედვით (მხედველობითი, სმენითი და ა.შ.). გამოყოფილია შ-ის სამი ძირითადი კლასი: ექსტეროცვპციური (დისტანციური და კონტაქტური); პროპრიოცეპციური ან კინესთვზიური; ინტეროცეპციური ან ორგანული. გენეტიკურ ასპექტში ჰედმა (Head H.) დაყო: უფრო ადრეულ-პროთოპათიულ და შედარებით ახალგაზრდა-ეპიკრიტიკულ მგრძნობელობად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9