Rus. ощущение эпилептическое ელემენტარული მგრძნობელობითი გამოვლინება გარე გამღიზიანებლის გარეშე და წარმოადგენს ფოკალური ეპილეფსიური გულყრის ძირითად (ხშირად საწვის), ზოგჯერ ერთადერთ გამოვლინებას ეპილეფსიური კერის არსებობისას თავის ტვინის ქერქის სენსორულ ზონაში. კერის ლოკალიზაციის მიხედვით არჩევენ - სმენით, მხედველობით, გემოვნებით, ყნოსვით, სომატურ-სენსორულ, თავბრუსხვევის შეგრძნებებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.