Rus. алкоголя употребления форма по типу истинных запоев ღრეულ სმას წინ უსწრებს: ალკოჰოლისადმი ინტენსიური ლტოლვა, სომატური და ფსიქიკური (განსაკუთრებით აფექტურ სფეროში) ძვრები. სმის საწყის დღეებში გამოიყენება მაქსიმალური დღიური დოზები, შემდგომში ტოლერანტობის დაქვეითება, თვითგრძნობის გაუარესება იწვევს დღიური და ერთჯერადი დოზების შემცირებას ღრეული სმის დასასრულს ვითარდება ინტოლერანტობა და ალკოჰოლის მიღების ფიზიკური შეუძლებლობა, რის გამოც ალკოჰოლიზაცია სრულად წყდება. ვითარდება გამოხატული და მძიმე აბსტინენციური მოვლენები. შეიმჩნევა ალკოჰოლიზაციის დღეების შემცირებისა და ე.წ. ნათელი პერიოდის გაზრდისადმი ტენდენცია. აღმოცენდება ალკოჰოლიზმის III სტადიაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.