A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შეგ შედ შეე შევ შეკ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეშ შეც

შეგუბებითი დვრილი მხედველობის ნერვისა

Rus. застойный сосок зрительного нерва
L. papilla oedematosa n. optici
ოფთალმოლოგიური სიმპტომი. ძირითადი მიზეზია ქალასშიგა წნევის მომატება. უმეტესად აღინიშნება თავის ტვინის სიმსივნეების დროს, აგრეთვე თავის ტვინში გუმის, სოლიტარული ტუბერკულომის, ტვინის გარსების და ქალას ძელების სიმსივნის, მენინგიტების ზოგიერთი ფორმის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსევდოტუმორული მდგომარეობების და სხვ. დროს. ხასიათდება დვრილის შეშუპებით, მისი გამობურცვით ბადურას დონიდან. დვრილის საზღვრები წაშლილია. ფერი - რუხი-წითელი, ცენტრალური ვენები გაფართოებული, არტერიები შევიწროებული, დაკლაკნილი. სიმპტომის აღმოცენებაში მნიშვნელოვანია არა იმდენად სიმსივნის ხასიათი და მისი ზომა, რამდენადაც მისი ლოკალიზაცია და ზრდის ტემპი. განსაკუთრებით ადრე ვლინდება ნათხემის, ოთხგორაკის მიდამოს, IV პარკუჭის სწრაფად მზარდი სიმსივნეების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9