A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შეგ შედ შეე შევ შეკ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეშ შეც

შეკავებები ფსიქიკური

Rus. задержки психические
G. Sperrungen
(Kraepelin E.) თანამედროვე გაგებით. ბლოილერის (E. Bleuler) მიხედვით, შიზოფრენიით დააეადებულებში აზრების შეჩერება, წყვეტილი აზრები. ხშირად ავადმყოფების მიერ ხდება აზრების ინტერპრეტაცია ბოდვითი სახით. თავდაპირველად ფ.შ. კრეპელინის მიერ აღნიშნული იყო კატატონიური შიზოფრენიის დროს. ტერმინი ძირითადად გამოიყენებოდა მოტორიკის დარღვევის აღსანიშნავად. იასპერსი (K. Jaspers) ფ.შ-ს განსაზღვრავდა როგორც შთაბეჭდილების ფიქსირების და მათზე რეაგირების უნარში შეჩერებას. ავადმყოფები უეცრად აღარ რეაგირებენ გარე მოვლენებზე. არ პასუხობენ მიმართულ მეტყველებაზე, შეშდებიან უმოძრაო პოზაში. თუმცა, ცნობიერება ამ დროს არ არის შეცვლილი. შ.ფ. გრძელდება რამდენიმე წამი ან წუთი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ აღმოცენდება. კატატონიური სტუპორისგან განსხვავდება ხანმოკლეობით, ეპიზოდურობით. მათ გარეშე ასოციაციური პროცესების ტემპი შეიძლება არ შენელდეს. ბლოილერი ამ ტერმინს იეენებდა ძირითადად აზროვნების დარღვევის კვალიფიკაციისთვის
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9