A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შეგ შედ შეე შევ შეკ შერ შეს შეტ შეუ შეფ შეშ შეც

შერაცხადობა

Rus. вменяимость
ჩადენილ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა. შ. დგინდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების გზით, რომელიც თავის გადაწყვეტილებაში ხელმძღვანელობს სამედიცინო და იურიდიული კრიტერიუმებით. შეურაცხაობის იურიდიული კრიტერიუმი ახასიათებს ფსიქიკური აშლილობების სიმძიმეს (სიღრმეს), რაც გამორიცავს შერაცხადობას (შეურაცხია პირი, რომელსაც საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩადენის დროს არ შეეძლო პასუხისგება თავის საქციელზე). სამედიცინო კრიტერიუმი წარმოდგენილია ფსიქიკური დაავადებების გაფართოებული ჩამონათვალით, რომელიც გამორიცხავს შრაცხადობას. სამედიცინო კრიტერიუმს მიეკუთვნება ქრონიკული სულით დაავადება, ფსიქიკური მოქმედების დროებითი აშლილობა, ჭკუასუსტობა და სხვა ავადმყოფური მდგომარეობანი (რომლებიც არ წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებებს ვიწრო გაგებით, მაგრამ ხასიათდება ფსიქიკური მოქმედების ამა თუ იმ აშლილობებით: სფიქოპათია, ფსიქიკური ინფანტილიზმი, ყრუმუნჯობის ზოგიერთი შემთხვევა). ამ დროს ავადმყოფური მდგომარეობის დიაგნოზი არ ასრულებს აბსოლუტური ფაქტორის როლს; მვედველობაში მიიღება დაავადების მიმდინარეობა, რემისიების არსებობა. ხარისხი და ა.შ. რიგ ქვეყნებში არსებობს ცნება „შემცირებული შერაცხადობა“ იგი დგინდება გამოსაკვლევის ფსიქიკური გადახრის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც ამცირებს საკუთარი მოქმედებების და ქცევების მართვის, ჩადენილის შეცნობის უნარს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9