Rus. Шерешевского-Тернера синдром (Шерешевский И.А., 1925ж Turner J., 1938) მემკვიდრეობითი დაავადება, გამოწვეულია ქრომოსომული პათოლოგიით (ერთი X ქრომოსომის არარსებობა) აღინიშნება მხოლოდ ქალებში. დამახასიათებელია დაბალი ტანი, სქესობრივი ინფანტილიზმი. სასქესო ორგანოების, მეორეული სასქესო ნიშნების განუვითარებლობა, განიერი, ფრთებისმაგვარი კანის ნაკეცები კეფიდან წინა მხრამდე, მოკლე კისერი, იოლი გონებრივი განუვითარებლობა, ფსიქიკური ინფანტილიზმის მოვლენები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.