Rus. нестесениеE. No-restraint პრინციპი სულით ავადმყოფთათვის მეტი თავისუფლების მინიჭების შესახებ. შემოღებულ იქნა როგორც შეხედულებათა სისტემა ცნობილი ფრანგი ექიმის პინელის (Pinel 1775-1826) მიერ, რომელიც მოღვაწეობდა XIX ს. დასაწყისში პარიზის საავადმყოფო სალჰეტრიერში აღნიშნულმა პრინციპმა გაანთავისუფლა სულით ავადმყოფები ბორკილებისა და მკაცრი იზოლაციისგან და ფსიქიატრიული დაწესებულებები საპყრობილეების ნაცვლად საავადმყოფოებს დაამსგავსა. No-restraint -მდე არსებული ე.წ. დამამორჩილებელი პერანგი გამონაკლის შემთხვევაში დღესაც გამოიყენება საზღვარგარეთის ზოგიერთ კლინიკაში. მეცნიერების განვითარებამ ფსიქიატრებს მისცა სულით ავადმყოფთა აგზნების საწინააღმდეგოდ მედიკამენტების და სხვა ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენების საშუალება. რუსეთში ოი—ოჭივჩიხის No-restraint დანერგვის პროპაგანდისტად ითვლება ს. კორსაკოვი (Корсаков С.С.)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.