ცნს-ის რეაქციის ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლო საფრთხეზე. შეიძლება ატარებდეს ფიზიოლოგიური რეფლექსური აქტის ხასიათს, მაგრამ ზოგჯერ ვლინდება ფსიქოათოლოგიური სიმპტომატიკით (პანიკური გაქცევა ემოციური სტუპორი). გამოხატულია ვეგეტატიური გამოვლინებები - ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, სახის კანის გაფითრება, სინკოპე, კიდურთა გაცივება, პირის სიმშრალე და ა.შ. ზოგჯერ შიშის განცდა ატარებს დროში ჩამორჩენილ ხასიათს, ფორმირდება დაგვიანებით. ფსიქიკური ტრამვის მნიშვნელოვან სიძლიერის და არასრულფასოვანი ნიადაგის არსებობის (ფსიქოპათია, ასთენიზაცია, ორგანული პათოლოგიის რეზიდუალური გამოვლინებანი) დროს შესაძლებელია ცნობიერების აშლის მდგომარეობები, იმპულსური ქცევები, რეაქტიული ფსიქოზების განვითარება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.