თავის ტვინის მოცულობის გადიდება წყალმარილოვანი ცვლის თავისებური დარღვევის შედეგად. კლინიკურად ვლინდება ქალასშიგა ჰიპერტენზიული სინდრომით თავის და ზურგის ტვინის ქსოვილებში ზედმეტი სითხის დაგროვების შედეგად დამახასიათებელია ზოგადცერებრული მოვლენები (თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ნერვის დვრილების შეშუპება) და კეროვანი შეშუპების დროს - ლოკალური სიმპტომები. აღინიშნება ქალა-ტვინის ტრავმის, თავის ტვინის სიმსივნეების, ჰიპერინსოლაციის, ნეიროინფექციების დროს. შესაძლებელია ფსიქოზური გართულებები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.