A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიდსით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობები

Rus. спидом вызванные психические растроиства
შეძენილი იმუნოდეფიციტით დაავადების დროს ადგილი აქვს ქვემწვავე ენცეფალოპათიას, რომელსაც უწოდებენ დემენციის კომპლექსს. გამოიხატება გულმავიწყობით, ყურადღების კონცენტრაციის გაძნელებით, ცნობიერების აბნევით, ჩაეკეტილობით ან აჟიტაციით, დეპრესიული გუნება–განწყობით. აღნიშნული სიმპტომების ინტენსივობამ შეიძლება მიაღწიოს გამოხატულ დემენციურ მდგომარეობას ცნობიერების ღრმა აბნევით, კრიტიკის დაქვეითებით, იმპულსური მოქმედებებით. იმის მიხედვით, თუ როგორი პროგრედიენტობით მიმდინარეობს შიდსი, აღნიშნული სიმპტომთა კომპლექსი უვითარდება ავადმყფთა 10-60%. უმეტეს შემთხვევებში ადგილი აქვს ადვილად დაღლას. ძილიანობას, პროგრესულ თავის ტკივილს, აფაზიას, კოგნიტურ და მეხსიერებით დარღვევებს. ავადმყოფები აღიქვამენ საკუთარ არასრულფასოვნებას. უვითარდებათ ფრუსტრაციული, მშფოთვარე და კატასტროფული რეაქციები. საწყის ეტაპებზე აღმოცენდება ბოდვა და ჰალუცინაციები. შემდგომში გართულებას მივყავართ გლობალურ დემენციამდე, გულყრებამდე, კომატოზურ მდგომარეობადღე. დაავადება შეიძლება იყოს ელვისებური ან გაგრძელდეს რამდენიმე წელი. ადგილი აქვს ფსიქიკური მოქმედებების რეგრესულ სახეებს: უსუფთაობა, სუიციდები, აგრესიული მოქმედებები, თავის ტვინში მიმდინარეობს ატროფიული პროცესი კტ–ით ტვინის პარკუჭების გაფართოება; პათოლოგანატომიურად - ტვინის მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედები, რუხ ნივთიერებაში, განსაკუთრებით განგლიასა და თალამუსში, მრავლობითი ანთებითი კვანძები, ზურგის ტვინის უკანა და გვერდითი (გულმკერდის დონეზე) ვაკუოლური მიელოპათია, ცერებრული ლიმფომები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9