Rus. шизофрения неврозоподобная მცირედპროგრედიენტული შ-ის ვარიანტი ასთენიისმაგვარი. ობსესიური ან ისტერიოფორმული სიმპტომატიკით, დეპერსონალიზაციის, დისმორფოფობიის მოვლენებით, სენესტოპათიურ-იპოქონდრიული დარღვევებით. სუფთა სახით ეს სინდრომები შიზოფრენიის დროს არ გვხვდება. მათი კლინიკური განსაზღვრა ხდება წამყვანი სიმპტომატიკის მიხედვით.შიზოფრენიის დროს ნევროზისმაგვარ მდგომარეობებს ფელინსკაია (Фелинская Н.И., 1979) ახასითებს როგორც ერთგვარ „შერეულს“ - ნევრასთენიისმაგვარი სიმპტომატიკა ერწყმის აკვიატებულობას და დისმორფოფობიას, აკვიატებულობა-იპოქონდრიულ განცდებს. ნევროზისმაგვარი სინდრომების დამახასიათებელი თავისებურებები ავადმყოფის პრემორბიდული თავისებურებები ხშირად მათ არ შეესაბამება, ასთენიური ხასიათის ჩივილების დროს არ არის აწეული განლევადობის მოვლენები, ასეთი ასთენიისმაგვარი მდგომარეობები ძნელი გასარჩევია მზარდი აპათიზაციისგან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.