A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია ბავშვთა ასაკში

Rus. шизофрения детского возраста
ბავშვთა ასაკში (0-15/18წ.) განვითარებული შიზოფრენიის გარშემო არსებობს არაერთგვაროვანი მიდგომა. ავტორთა ნაწილი თვლის, რომ საჭიროა გამოიყოს ცალკე ნოზოლოგიად შიზოფრენიის შემთხვევები ბავშვთა ასაკში. ფსიქოანალიზურ პოზოციებზე მდგარი ავტორების აზრით, ფსიქოპათოლოგიური დარღვევები გამოწვეულია არა შიზოფრენიული პროცესით, არამედ ბავშვთა ასაკისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური რეაქციებით. ბენდერის (Bender L., 1966) აზრით. დაავადების ეს ფორმები უნდა მიეკუთვნოს „თანდაყოლილ ენცეფალოპათიას“ ან „მინიმალური ტვინოვანი დისფუნქციის“ საფუძველზე აღმოცენებულ შემთხვევებს. ამავე დროს ავტორთა დიდი ნაწილი (Homburger A., 1926; Сухарева Г., 1933-1962Lutz J., 1937; მესტიაშვილი მ., 1966-1980; Eggers Ch., 1973: Ворно М.Ш., 1983 და სხვ.) მიიჩნევს. რომ გამიჯნულია ბავშვთა (0-12წ.) ასაკის და პუბერტატული ( 12–16წ.) ასაკის შიზოფრენიული ფსიქოზები. ეს უკანასკნელი უფრო ახლოს დგას მოზრდილობის ასაკში გამოვლენილი შიზოფრენიული პროცესის ფორმების და მიმდინარეობის ტიპებთან. რაც შეეხება ბავშვთა ასაკში განვითარებულ შიზოფრენიას, მათი აზრით, იგი უმეტეს შემთხვევაში მიმდინარეობს უწევეტად. მაღალი პროგრედიენტულობით, შედარებით იშვიათად შეტევისმაგვარი ფორმებით და რეკურენტული შიზოფრენიის ტიპით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9