Rus. шизофрения кататоническая იწყება 20-30 წლის ასაკში, ზოგჯერ ადრეც, მწვავე ფსიქომოტორული აშლილობების მდგომარეობით. ერთ შემთხვევაში, ფსიქოზი ღებულობს უწყვეტ ხასიათს და მიმდინარეობს ავთვისებიანად. სხვა შემთხვევებში, პირველ კატატონიურ შეტევას მოსდევს რემისია, შემდეგ კი პროცესი მიმდინარეობს პერიოდულად, არარეგულარული განმეორებადი მწვავე კატატონიური აფეთქებების სახით და სულ უფრო ხანმოკლე რემისიებით, რომლის კლინიკა მიუთითებს ფსიქიკური დეფექტის გაღრმავებაზე. ხშირია ონეიროიდული და პარანოიდული ჩართვები. დეფექტურ და გამოსავალ მდგომარეობებში აღინიშნება აფექტურ გამოვლინებათა ცვალებადობა უეცარი გადასვლებით. აფექტური სიჩლუნგიდან არამოტივირებულ ფეთქებადობამდე.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.