Rus. шизофрения малопрогредиентная შიზოფრენია ნელი ტემპით მზარდი ფსიქიკური დეფექტით და პიროვნების ცვლილებების თანდათანობითი განვითარებით. დამახასიათებელია ფსიქიკური მოქმედების შედარებით არაღრმა აშლილობების ფსიქოპათოლოგიური სინდრომები, ნევროზისმაგვარი და ფსიქოპათიისმაგვარი გამოვლინებები. წინა პლანზე არსებული სიმპტომატიკის მიხედვით არჩევენ: მ.შ. აკვიატებულობის მოვლენებით (ობსესიური, კომპულსიური და ფობიური სიმპტომები); მ.შ. დეპერსონალიზაციის მოვლენებით; შ. იპოქონდრიული; მ.შ. ისტერიული (ისტერიფორმული) გამოვლინებებით; სიმპტომებით ღარიბი შ. - პირველადი დეფექტ-ფსიქოზი (Юдин Т.И., 1944 ). დუნედმიმდინარე შ-ის მარტივი ვარიანტი (Наджаров Р.А., 1972). მ.შ-ის მიმდინარეობაში არჩევენ პერიოდებს: ლატენტური, აქტიური და სტაბილიზაციის. ფსიქოზის მიმდინარეობაში შეტევები ატარებს რუდიმენტულ, აფექტურ და აფექტურ-ბოდვით ხასიათს მ.შ. აღინიშნება უწყვეტად-პროგრედიენტული და შეტევისმაგვარ- პროგრედიენტული შ-ის ფარგლებში
Synonym: შიზოფრენია ნელამიმდინარე, შიზოფრენია დუნედმიმდინარე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.