შ-ის ფორმა, ხასიათდება აფექტურ-ბოდვითი, ჰალუცინაციურ-ბოდეითი, ონეიროიდული (იხ. ონეიროიდი. ონეიროფრენეი) და (ან) კატატონიური აშლილობების მწვავე აღმოცენებით. ტიპურია მწვავე შეტევები (შუბი) შეტევისმაგვარი პროგრედიენტული შ–ის ფარგლებში, მის ავთვისებიან და პროგრედიენტულ-შუბისმაგვარ ვარიანტში. აღწერილია შ-ის მწვავე შეტევები ბოდვითი სინდრომის სიჭარბით აფექტურ აშლილობებთან შედარებით: პარანოიალური. ჰალუცინაციური, პარანოიდული, პარაფრენიული. მანიაფორმელი და კატატონიური სიმპტომატიკა მეტადაა გამოხატული ავთვისებიანი მიმდინარეობის დროს; პროგრედიენტული შუბისმაგვარი შ–ის დროს აღინიშნება კატატონიური ჩართვები მწვავე პარანოიდული და პარაფრენიული შეტევების მწვერვალზე. მწვავე პარანოიდული შეტევის კლინიკაში აფექტური აშლილობები ატარებს მანიაფორმულ ან დეპრესიულ ხასიათს (პირქუში დაირგუნვილობა)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.