Rus. шизофрения периодическая შიზოფრენია რომელიც მიმდინარეობს შეტევების სახით და კლინიკური სურათი განისაზღვრება აფექტური, აფექტურ-ბოდვითი, ონეროიდულ-კატატონიური, იშვიათად ამენციურისმაგვარი აშლილობებით. შეტევები ერთმანეთისგან გამოყოფილია შედარებით ხანგრძლივი კარგი ხარისხის რემისიებით, რომლის დროსაც აუცილებლად თავს იჩენს ფსიქიკური დეფექტის ნიშნები. დაავადების ხანგრძლივ მიმდინარეობასთან ერთად პიროვნული დეფექტის სიმპტომები უფრო მეტად ვლინდება და რემისიები ხანმოკლე ხდება. პერიოდული შიზოფრენია შეიძლება გადაიზარდოს შეტევისმაგვარ-პროგრედიენტულ შიზოფრენიაში. დამახასიათებელია აფექტური აშლილობები, რომელიც მიმდინარეობს ციკლოთიმიისმაგვარი მდგომარეობის და ფაზურად მიმდინარე შეტევების სახით. გამოირჩევა მონოპორალურობით და ხშირად შერეული ფსიქოპათოლოგიური სტრუქტურით (მაგ.. დეპრესიულ-პარანოიდული მდგომარეობანი)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.