Rus. шизофрения постэмотивная ენდოგენური პროცესი, ვლინდება ავადმყოფისათვის მნიშვნელოვან ემოციურ ტრამვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში. როცა საფრთხის წინაშეა ინდივიდის თვითშენარჩუნება, მისი სოციალური სტატუსი ან სექსუალური ცხოვრება (Campbell R.J., 1981). დამახასიათებელია რეაქტიული დასაწყისი ნევროზისმაგვარი სიმპტომატიკით, რომელიც თანდათან ჩაქრება და იცვლება პროცესუალერით (არ არის დაკავშირებული ფსიქოგენიასთან), მაგ., ჰებეფრენიულით. ემოციური სტრესი განიხილება როგორც ფაქტორი, რომელიც ახდენს პროვოცირებას და აჩქარებს ფსიქოზის განვითარებას წინაგანწყობილ პირებში. არსებობს შეხედულება, თითქოს შიზოფრენია საერთოდ პოსტემოციურ დაავადებას წარმოადგენს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.