A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია უწყვეტპროგრედიენტული

Rus. шизофрения непреривнопрогредиентная
გამოირჩევა მიმდინარეობის ტემპის და დეფექტის სიღრმის მნიშვნელოვანი დიაპაზონით - ნელი მცირედპროგრედიენტულიდან უხეშად პროგრედიენტულამდე, „შიზოკარნულამდე“ (Mauz F., 1930; Молохов А.И., 1018). დაავადების მიმდინარეობაში არ არის შეტევისმაგვარი სტადიები, პროგრედიენტობა ატარებს მუდმივ ხასიათს, რემისიების გარეშეა. ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გამოვლინების ხარისხის მერყეობა უმნიშვნელოა. დამახასიათებელია პროდუქტიული და ნეგატიური სიმპტომების მრავალფეროვნება. პროგრედიენტობის ხარისხის მიხედვით არჩევენ ავთვისებიან და მცირედპროგრედიენტულ ფორმებს. ავთვისებიანი ფორმისთვის დამახასიათებელია: ადრეული დასაწყისი; ნეგატიური ნიშნები წინ უსწრებს პროდუქტიული სიმპტომატიკის განვითარებას; კლინიკური სურათის სწრაფი ჩამოყალიბება და გამოსავალი მდგომარეობის სიმძიმე, პროდუქტიული სიმპტომების პოლიმორფიზმი, ჩატარებული თერაპიისადმი რეზისტენტობა. პროგრედიენტული შიზოფრენია ვლინდება უპირატესად პარანოიდული სიმპტომატიკით. შეესაბამება კრეპელინის მიერ აღწერილ ბოდვით ფორმას. ამ დროს აგრეთვე არ არის შეტევითობა, მიმდინარეობის ფაზურობა. ბოდვითი სინდრომის განვითარების დინამიკა: პარანოიალური ეტაპი (სისტემატიზებული ბოდვა ჰალუცინაციების და ფსიქიკური ავტომატიზმის მოელენების გარეშე) იცვლება პარანოიდულით (რომლისთვისაც ხშირად დამახასიათებელია კანდინსკი-კლერამბოს სინდრომი). რომელიც გადადის პარაფრენიულ ბოდვაში (Курашев С.В., 1955. Елгазина Л.М., 1958. Шумский И.Г., 1958). აღწერილია შემთხვევები, როცა პარანოიალური სინდრომი ხანგრძლივად რჩება სტაბილური - განისაზღვრება როგორც პარანოიდული პროგრედიენტული შიზოფრენიის პარანოიალური ვარიანტი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9