A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია ფსიქოპათიისმაგვარი

Rus. шизофрения психопатоподобная
მცირედპროგრედიენტული შიზოფრენიის მიმდინარეობის ვარიანტი. ზოგჯერ ფსიქოპათიისმაგვარი ცვლილებები დგება შეტევისმაგვარ-პროგრედიენტული შიზოფრენიის პირველი (ერთადერთი) შუბის შემდეგ. ფსევდოფსიქოპათიური სიმპტომატიკა გამოირჩევა საკმაოდ ფართო დიაპაზონით — შიზოიდური, ისტერიული ჰიპოპარანოიული. ჰიპერთიმიური და სხვ. მისი არსებობა დისოციაციურ დარღვევებთან ატარებს პარადოქსულ ხასიათს (Смулевич А.Б.1987). ხშირად იგი აღმოცენდება ენდოგენური პროცესის შედარებით რბილი, კეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ავადმყოფებს აუცილებლად აღენიშნებათ შიზოფრენიული ტიპის არამკვეთრად გამოხატული პიროვნული დეფექტის ნიშნები. ამ მდგომარეობებთან ერთად, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ფსიქოპათიისმაგვარი შიზოფრენიული დეფექტი, ცნობილია შიზოფრენიის ფსიქოპათიისმაგვარი დებიუტიც, როცა ფვსევდოფსიქოპათიური კლინიკური გამოვლინებები წინ უსწრებს პროცესუალური სიმპტომატიკის გამოვლინებას (Лившиц С.М. 1976). ეს მდგომარეობანი ხასიათდება განსაკუთრებული კრიმინოგენობით. (Гиляровский В.А., 1935) (Сухарева Г.Е., Коган Э.И., 1935), (Мелехов Д.Е., 1963)
Synonym: პოსტპროცესუალური ფსიქოფატია, პოსტშიზოფრენიული ფსიქოფატია, პოსტპროცესუალური ფსიქოფატიზაცია პიროვნებისა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9