A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია შეტევისმაგვარ-პროგრედიენტული

Rus. шизофрения приступообразно-прогредиентная
დამახასიათებელია მიმდინარეობა, შეტევების (შუბების) სახით, რომელიც შეიცავს გამოხატულ აფექტურ კომპონენტებს. მის ფარგლებში პროგრედიენტობის ხასიათისა და ტემპტის შესაბამისად არჩევენ შემდეგ ფორმებს: ავთვისებიანი; პროგრედიენტული; შიზოაფექტური; მცირედპროგრედიენტული (დუნედ მიმდინარე). უჭირავს ერთგვარი შუალედური მდგომარეობა უწყვეტსა და რეკურენტულს შორის. პროგრედიენტობა მნიშვნელოვნად განისაზღვრება რემისიების ხარისხით. შეტევების კლინიკური სურათი ხასიათდება აფექტურ-ბოდვითი, აფექტურ-ჰალუცინაციური. აფექტურ-კატატონიური. კატატონიურ–ონეიროიდიული სიმპტომატიკით. შიზოფრენიული დეფექტის სიღრმე პროგრესირებს შეტევიდან შეტევამდე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9