A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენია შიზოაფექტური

Rus. шизофрения шизоаффективная
შეტევისმაგვარ-პროგრედიენტული (შუბისმაგვარი)შიზოფრენიის. ფორმა. დამახასიათებელია მწვავე ჰალუცინაციური, პარანოიდული. ჰალუცინაციურ-პარანოიდული და პარაფრენიული შეტევები, რომელთა კლინიკურ სურათში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აფექტურ აშლილობებს. მიმდინარეობს სიმწვავის გარდა, შეტევებისთვის ტიპურია ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის პოლიმორფულობა და ვარიაბელობა. ეს ფორმა უფრო ახლოა რეურენტულთან, ვიდრე უწყვეტად მიმდინარე შ-თან. აფექტური აშლილობები მიმდინარეობს მანიაფორმული მდგომარეობის და დეპრესიის ფორმით, თან ახლავს არასისტემატიზებული ბოდვა, მწვავედ განვითარებული ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენები. ფსიქოზის მანიფესტაციის პერიოდისთვის აღმოჩნდება პიროვნული ცვლილებები, რაც განიხილება როგორც გადასვლა ამბულატორიული მიმდინარეობიდან მანიფესტურზე, შიზოაფექტურზე (Наджаров Р.А., Смулевич А.Б., 1983) ზოგჯერ დაავადების მიმდინარეობა შემოიფარგლება ერთი შეტევით, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში შეტევები მეორდება. თავიანთი გამოვლინებებით ისინი წინა შეტევების მსგავსია (კლიშეს ტიპი)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9