Rus. шизофрения циркулярная პერიოდული შიზოფრენიის სახე, მიმდინარეობს აფექტური – მანიაფორმული და დეპრესიული შეტევებით. მანიაფორმული მდგომარეობების კლინიკაში ხშირად აღინიშნება კატაგონიური ჩართვები. დეპრესიული შეტევები მსგავსია კატატონიური სტუპორისა (Перельман А.А., 1944) დაავადების მიმდინარეობასთან ერთად შეტევები თანდათან კარგავს მდფ-ის ფაზებთან მსგავსებას. წინა პლანზე სულ უფრო მეტად გამოდის შიშიზოფრენიული ფსიქიკური დეფექტის გამოვლინებები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.