Rus. шизофрения гебоидная იუვენილური შიზოფრენიის ვარიანტი ჰებოიდური აშლილობების დებიუტი. ჰებოიდური სინდრომის მიმდინარეობა არაერთგვაროვანია - ერთ შემთხვევაში ლაპარაკია შედარებით კეთილსაიმედო მიმდინარეობის მცირედპროგრედიენტულ შ–ზე, სხვა შემთხვევაში ჰებოიდური სიმპტომატიკა სწრაფად რეგრესირებს და აღინიშნება მძიმე ფსიქომური ფორმები.შ-ის დინამიკაში გამოყოფილია ჰებოიდური მდგომარეობების ტიპები: 1) ხასიათდება მნიშვნელოვანი რედუცირებით და ჰებოიდური აშლილობების სრული გაქრობისადმი ტენდენციით მოწიფული ასაკის დადგომასთან ერთად - გახანგრძლივებული ჰებოიდური შეტევა; 2) ხასიათდება დაავადების სურათში ჰებოიდური მდგომარეობის ხანგრძლივი შენარჩუნებით და ახალგაზრდა ასაკის გავლასთან ერთად აღინიშნება ჰებოიდური შიმზოფრენიის დუნედმიმდინარე ვარიანტი (Пантелеева Г.И., Цуцульковская М.Я., Беляев Б.С., 1986)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.