A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენიის სისტემატიკა ლეონჰარდისა

Rus. шизофрений систематика Леонгарда
(Ltonhard K., 1957). არჩევენ სისტემურ (ტიპურ) და არასისტემურ (ატიპურ) ფორმებს. არასისტემური ახლოა ციკლოიდურ ფსიქოზებთან. სისოტემურ ფორმებს მიეკუთვნება სისტემური პარაფრენია. ჰებეფრენია და კატატონია. ისინი გამოირჩევა ნელი დასაწყისით, განსაზღვრული სიმპტომატიკით და მიმდინარეობით, სპეციფიკური დეფექტის აღმოცენებით. სისტემური ფორმები შეიძლება ატარებდეს მარტივ და კომბინირებულ ხასიათს. არასისტემური ფორმებია - აფექტური პარაფრენია. შიზოფაზია და პერიოდული კატატონია. მიმდინარეობს რემისიებით, შუბისმაგვარად და დეფექტური ცვლილებები ამ დროს ნაკლებადაა გამოხატული. აფექტური პარაფრენიის დროს განდიდების და დევნის ბოდვასთან ერთად აღინიშნება აფექტური აშლილობები ექსტაზის მდგომარეობის, შიშის და გამღიზიანებლობის სახით. შიზოფაზია, ლეონჰარდის მიხედვით, არ შეესაბამება კრეპელინის გაგებას, მისი საზღვრები უფრო ფართოა; ერთი მხრივ, იგი ახლოა აბნევის და ე.წ. „ბედნიერება - შიშის“ ფსიქოზებთან, მეორე მხრივ, პერიოდულ კატატონიასთან. შიზოფრენიის დროს წინა პლანზეა აზროვნების და მეტყველების დარღვევები, მაგრამ შეიძლება იყოს კატატონიური და პარაფრენიული სიმპტომებიც
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9