A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენიის ხანგრძლივი ფორმები

Rus. шизофрений длительные формы
(Schneider K., 1922). შიზოფრენიის ხანგრძლივი (რამდენიმე წელი) შეტევები, რომელიც აღინიშნება შიზოფრენიული პროცესის ქვემწვავე მიმდინარეობის დროს ან როგორც არაკეთილსაიმედო მიმდინარეობის ხანგრძლივი ეტაპი. ავთვისებიანი მიმდინარეობის დროს კატასტროფული ძვრების შედეგად ავადმყოფის მდგომარეობა შედარებით სტაბილურდება და სიმპტომატიკა კარგავს სიმკვეთრეს. თემცა, ამ მდგომარეობის კლინიკური შეფასების და პროგნოზისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა დეფექტის სიმპტომებს, არამედ ჯერ კიდევ აქტიური დინამიკის კანონზომიერებას (Мелехов Д.Е., 1963)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9