A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიზოფრენიული დეფექტი

Rus. шизофренический дефект
პიროვნების პათოლოგიური ცვლილება, აღმოცენდება შიზოფრენიული პროცესის მიმდინარეობის დროს და მკაფიოდ ჩანს რემისიების პერიოდში. დეფექტის მდგომარეობას გააჩნია დინამიკურობის უნარი მასში შემავალი ფუნქციური, შექცევადი დარღვევების ხარჯზე. შ.დ–ის ძირითადი სიმპტომები - ენერგეტიკული პოტენციალის რედუქცია, დაქვეითება, აუტიზმი, ემოციური სიჩლუნგე. მისი დინამიკა აღინიშნება როგორც მისი გაღმავების, ასევე დეფექტური დარღვევების გამოხატულების ხარისხის შესუსტების სახით. დეფექტის ფუნქციურ-დინამიკური კომპონენტის შესუსტებასთან დაკავშირებით. ამბრუმოვა (Амбрумова А.Г., 1962) არჩევს კომპენსირებულ და დეკომპენსირებულ რეზიდუალურ დეფექტურ მდგომარეობას. ავტორის აზრით. სრული დეკომპენსაციის დროს ლაპარაკია გამოსავალ მდგომარეობაზე(იხ.). შ.დ-ის ძირითადი განსხვავება გამოსავალი მდგომარეობიდან არის ამ უკანასკნელის პრაქტიკული შეუქცევადობა. შ.დ. არის დინამიკური და არა სტაციკური ცნება, ხოლო გამოსავალი მდგომარეობა - სტაბილური ტოტალური დეფექტი (Перельман А.А., 1944). (Mayer-Gross W., 1955)
Synonym: ნარჩენი რეზიდუალური მდგომარეობები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9