Rus. шизофренический спектр (Ketty S.S., 1975). კონცეფცია, რომლის თანახმად, შიზოფრენია განიხილება შიზოფრენიისმაგვარი ფსიქოზების ჯგუფის, მათ შორის წაშლილი, არამანიფესტირებელი მიმდინარეობის კონტექსტში. შ.ს-ის დარღვევების შესწავლის საფუძველი იყო შიზოფრენიით დაავადებულის ახლო ნათესავების გამოკვლევა. ჟაბლენსკის (Жабленский А., 1986) მიხედვით, შ.ს. შეიცავს: 1) „მყარი“ სპექტრი (შიზოფრენიის პროგრედიენტული ფორმები, მოსაზღვრე ფორმები - ლატენტური შიზოფრენია); 2) „რბილი“ სპექტრი (მწვავე შიზოფრენიისმაგვარი ფსიქოზები, შიზოტიპური პიროვნებები, „რბილი“ ნევროლოგიური სინდრომები, რომელიც წარმოადგენს ცნს–ის შესაძლო დიზონტოგენეზის ნიშანს და ხშირად გვხვდება შიზოფრენიით დაავადებულთა ნათესავებში)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.