შინაგანი დაძაბულობის გრძნობა სიცოცხლისათვის სახიფათო მოვლენების მოლოდინით. თან ახლავს მრავალფეროვანი ვეგეტატიური დარღვევები. შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვაგვარად - გაუბედაობის, მოსალოდნელი საფრთხის განუსაზღვრელი გრძნობიდან შეძრწუნებამდე. ლეონჰარდის (Leonhard K., 1957) მიხედვით. „ბედნიერება – შიშის“ ფსიქოზის ერთ–ერთი ფაზაა. (გერმ. Angst). ფსიქოანალიზში: რაიმე საშიშროების მოლოდინის აფექტური მდგომარეობა. ფროიდის მიხედვით, შიში რაიმე კონკრეტული ობიექტის წინაშე არის შიში (გერმ. Furcht), პათოლოგიურ შემთხვევებში - ფობია. ფროიდი არჩევდა ე.წ. უსაგნო შიშს და ელდას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.