Rus. страх ночнойL. pavor nocturnus გამოხატული შიშის და მოძრაობით აგზნების მდგომარეობა ღამის ძილის დროს. მიმდინარეობს შევიწროებული და რუდიმენტული ბინდისებრი ცნობიერების ფონზე. გამოღვიძების შემდეგ ამნეზირებულია. აღინიშნება სკოლამდელი და დაბალი სასკოლო ასაკის ბავშვებში. არაიშვიათად თან ახლავს ძილში სიარული ღა ცრუ აღქმა. არჩევენ ღ.შ-ს (Ковалёв В.В., 1979) ზეღირებული და ბოდვითი შინაარსის, ფსიქოპათოლოგიურად არადიფერენცირებულს (ეს კატეგორიები არ განსხვავდება ანალოგიური შიშებისაგან, რომლებიც აღინიშნება დღისით), და პაროქსიზმულს, რომელიც პერიოდულად მეორდება და დაკავშირებულია ღამის ძილის გარკვეულ დროსთან, ხშირად დაძინებიდან 2 სთ შემდეგ. ზოგჯერ ამ დროს ხდება უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. პაროქსიზმული ღ.შ. განიხილება როგორც საფეთქლის ეპილეფსიის გამოვლინება. ღ.შ. შეიძლება აღინიშნებოდეს სომატოგენური ასთენიის დროს. აღმოცენდება ძილის დელტა - აქტივობის პერიოდში ანუ ნელი ძილის მე–3 ან მე-4 ფაზაში. ეეგ-ზე ამ დროს არ აღინიშნება პათოლოგიური ცვლილებები.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.