A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შიჰანის სინდრომი

Rus. Шихена синдром
(Sheehan H.L., 1937). აღინიშნება ჰიპოფიზის წინა წილის ნაწილობრივი ნეკროზის დროს მშობიარობის შემდგომ პერიოდში თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით (მასიური სისხლდენის შემდეგ. მშობიარობის შემდგომი სეფსისის დროს). აღმოცენდება ჰიპოპიტუიტარიზმი, რაც განაპირობებს სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციათა დარღვევას. ხასიათდება ორი სახის ნიშნით: I. სომატური ნიშნები: აგალაქტია, თმის ცვენა, კანის სიმშრალე და სიფერმკრთალე, არტერიული წნევის და სხეულის ტემპერატურის დაქვეითება. ჰიპოჰემოგლობინებია, თავის ტკივილი, ძილიანობა, შემცივნება, ყაბზობა, ძირითადი ცვლის დაქვეითება. შესაძლებელია განვითარდეს კოლაფსის და კომატოზური მდგომარეობები. II. ფსიქიკური ნიშნები: ასთენია, აპათია, ემოციური სიჩლუნგე, მეხსიერების შესუსტება, ზოგჯერ ქცევის დარღვევები, აგრესიული ტენდენციები. რიგ შემთხვევებში ვითარდება ეგზოგენური ხასიათის ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9