Rus. Шмуттермайера методика групповой ступенчетой музыкотерапий (Schmuttermayer R., 1980) ერთ-ერთი ფსიქოთერაპიული მეთოდიკა. მიეკუთვნება მუსიკათერაპიას. შეიცავს მუსიკის, სიმღერის, ინსტრუმენტული იმპროვიზაციის მოსმენას. გამოიყენება მიზიდულობის, აფექტის, მოტორიკის და აღქმის აშლის, აგრეთვე ინტრაფსიქიკური და ინტერპერსონალური დარღვევების დროს. გამოიყენება სხვა სამკურნალო, მათ შორის ფსიქოთერაპიული ღონისძიებების კომპლექსში. აწესრიგებს ავადმყოფის ქცევას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.