ინსულინ-კომატოზური თერაპიის გართულება, როცა მიღებული ყველა ზომის მიუხედავად, არ ხერხდება ავადმყოფის გამოყვანა კომატოზური მდგომარეობიდან. ამ დროს ზოგჯერ შაქრის დონე სისხლში საკმარისია. გ.შ-ის პათოგენეზში მნიშვნელობა ენიჭება ტოქსიკოზის მოვლენებს, ტვინის ქსოვილთა ჰიპოქსიას, ჰიპოქსემიას, ტვინის შეშუპებას. ხანგრძლივობა - რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. ბ.შ—ის მოვლენების დროს, პირველ რიგში. იკვლევენ შაქრის ღონეს სისხლში, ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში მისი კუპირება ხდება ნახშირწყლების შეყვანით. მკურნალობა იგივეა, რაც ტვინის შეშუპების დროს. ზოგჯერ მიმართავენ ლუმბალურ პუნქციას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.