A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შოგ შოკ შოლ შოტ

შოლცის დიფუზური სკლეროზი

Rus. диффузный склероз Шольца
(Schplz. 1925). მემკვიდრეობითი დეგენერაციული დაავადება ფუნქციურად არასრულფასოვანი გლიის პირველადი მომატებული პროლიფერაციით და მიელინის დაღუპვით. პროცესში ჩათრეულია მკრთალი ბურთი, ბაზალური განგლიები. ნათხემი, მოგრძო და ზურგის ტვინი. დაავადება იწვება 3-10 წლის ასაკში. აქვს ქვემწვავე პროგრესული მიმდინარეობა. პირველი გამოვლინებაა ემოციური გადარიბება (აპაითა. ჰიპომიმია), ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, პროგრესული ტეტრაპლეგია კონტრაქტურებით, ტრემორი, ქორეაფორმული მოძრაობები, მეტყველების დარღვევა (სკანდირებული), კრუნჩხვითი შეტევები, ცენტრალური სიბრმავე. სიყრუე. შემდგომში - დეცერებრაციული რიგიდობა
Synonym: ოჯახური იუვენილური დიფუზური სკლეროზი თავის ტვინისა, ოჯახური პროგრესული ცერებრული დიპლეგია, შოლცის მეტაქრომული ლეიკოდისტროფია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9