Rus. к алкоголю первичное патологическое влечение в без борьбы мотивов ალკოჰოლისადმი ლტოლვა ვითარდება სიტუაციურად ან სპონტანურად, ყოველგვარი წინასწარი გააზრების გარეშე. ლტოლვა ყოველთვის რეალიზებულია, ამისთვის გამოიძებნება სხვადასხვა მიზეზები. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდმა თავი აარიდოს სმას გარკვეული სოციალურ-ეთიკური მოტივების გამო. გვხვდება II და III სტადიაში.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.