(Staabs G.,1951). პროექციული ფსიქოლოგიური მეთოდიკა ბავშვების გამოსაკვლევად. გამოსაკვლევ პირს აძლევენ სხვადასხვა ადამიანების ფიგურების ნაკრებს. ბავშვი თავისუფლად მანიპულირებს ფიგურებით. აძლევს მათ პოზას და ჟესტებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობას და განწეობილებას, მოლოდინს. გამოიყენება გარემოსთან ბავშვის ურთიერთობის გამოსაკვლევად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.