Rus. Штама-Вигболлуса-Гросфельда пресенсильная деменция (Stam E.C., Wigboldus J.M., Grosveld F.M., 1968). ქვემწვავე სპონგიფორმული ენცქფალოპათია, დასაწყისი - 50 წლის ასაკის შემდეგ. მეხსიერების დაქვეითება, დეზორიენტაცია, მოუსვენრობა ღამის, მეტყველების მზარდი გაღარიბება მუტიზმამდე, ნეგატივიზმი, არასწორი ქცევა (აგრესიულობა, უაზრო საქციელი). ნევროლოგიურად - პროგრესული ჰიპოკინეზია, ტრემორი, სახის და სხეულის კუნთების კრუნჩხვითი შეკრთომები. პეგ-ულად შიგა ჰიდროცეფალიის მოვლენები. ეეგ-მე – მაღალი დელტა ტალღები შუბლის წილებში, რომელიც ენაცვლება წვეტიან ტალღებს. ორ- და სამფაზიან წვეტიან ტალღოვან კომპლექსებს. მიკროსკოპულად და ჰისტოქიმიურად - სიალომუკოპროტეინის გაფანტული გროვები თავის ტვინის რუხ სუბსტანციამი, ბაზალურ განგლიებში და ნათხემში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.