A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

თა თე თვ თი თმ თრ
თეა თებ თეი თეო თერ თეტ

თეოფრასტეს სიმპტომი

Rus. Феофраста симптом
პიროვნული ცვლილების ერთ-ერთი ნიშანი დაბერების დროს. აღინიშნება 55-60 წლის ასაკში და ხასიათდება ასაკისათვის შეუფერებელი ქცევებით (მომატებული აქტივობა. არასაკმარისი თვითკრიტიკულობა. მოდურად ჩაცმისადმი ყურადღების გაცხოველება, ახალგაზრდა ადამიანებთან ურთიერთობისკენ მისწრაფება, სექსუალური ინტერესების გამოცოცხლება). ტიპურია მოთხოვნათა დონის ცვლილება. საკუთარი თავის გადამეტებული შეფასება. პიროვნების ჰიპერითმიური თავისებურებები. უხეში სისხლძარღვოვანი პათოლოგია არ აღინიშნება. საფუძველია – პიროვნების ტიპოლოგიური (ჰიპერთიმიური აქცენტუაცია) თვისებების ასაკობრივი გამძაფრება. სახელწოდება დაკავშირებულია ანტიკური საბერძნეთის ფილოსოფოსის. არისტოტელეს მოსწავლისა და მიმდევრის, თეოფრასტეს სახელთან. თავის წიგნში „ხასიათები“ მან აღწერა ოფსიმატია, რაც აღნიშნავს მოხუცებულობით ასაკთან შეუფერებელ ქცევას. (Блейхер В.М., Завилянская Л.И., 1982)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9