A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შტა შტე შტი შტო შტრ

შტერნბერგ-ბლეიხერის სიმპტომები მეტყველებითი დისოციაციისა

  1. Rus. Штернберга-Блейхера симптомы речевой диссоциаций
    აგრაფიულ-აფაზიური დისოციაციის სიმპტომი - წერითი მეტყველების დარღვევა წინ უსწრებს ზეპირი მეტყველების დარღვევას. ამნეზიური აფაზიის სტადიაზე აღინიშნება გადმოწერის და ავტომატიზებული ენგრამების კვლავწარმოქმნის დარღვევა. ტრანსკორტიკალური სენსორული აფაზიის სტადიაზე ვლინდება აბსოლუტური აგრაფია
  2. პარაფაზიურ-აფაზიური დისოციაციის სიმპტომი, ხასიათდება ვერბალური პარაფაზიების ნაადრევი გამოვლინებით, განსაკუთრებით მეტყველებითი დატვირთვისას (ტრანსკორტიკალური სენსორული აფაზიის სტადიაზე). მეტყველებითი დარღვევის სიმპტომები დამახასიათებელია ატროფიული წარმოშობის აფაგიური დარღვევების დინამიკისთვის და აიხსნება თავის ტვინის ქერქის დაზიანების მრავლობითი კერების არსებობით. აღინიშნება ალცჰაიმერის დაავადების დროს. Штернберг Э.Я., 1960, 1967; Блейхер В. М. 1964, 1970
    Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9