Rus. к алкоголю нарастание толерантности მიღებული ალკოჰოლის ჩვეული დოზები აღარ იწვევს სიმთვრალის სასურველ ეფექტს, საჭირო ხდება დოზის გაზრდა 2-3-ჯერ. არაიშვიათად ამ დროს ქრება ღებინების რეფლექსი, რომელიც ადრე არსებობდა ჭარბი ალკოჰოლის მიღების დროს. უმეტესად ჩვეულ ალკოჰოლურ სასმელს ცვლიან უფრო მაღალგრადუსიან სასმელზე. სიმპტომი აღმოცენდება ალკოჰოლიზმის I და II სტადიაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.