Rus. к алкоголю сниженю толерантности ამ დროს სიმთვრალეს იწვევს ალკოჰოლის შედარებით შემცირებული ინდივიდუალური დოზები. დასაწყისში გამოვლინდება ერთჯერადი მიღების დროს და შესაძლებელია დღიური დოზა მაინც რჩებოდეს „პლატოს“ ფარგლებში (დღიური ალკოჰოლური ექსცესების გახშირება). შემდგომში მცირდება როგორც ერთჯერადად, ასევე დღის განმავლობაში მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა. ალკოჰოლის სახე შეიძლება შეიცვალოს უფრო ნაკლებგრადუსიანი სასმელით. გვხვდება ალკოჰოლიზმის III სტადიაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.