სხეულის ნახევრის აღქმის დარღვევის სიმპტომი. სიარულის დროს სხეული იხრება დაზიანების მხარეს, საგნები ავადმყოფს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ეჩვენება. აღინიშნება დიდი ტვინის უხეში ორგანული პათოლოგიის დროს. ზოგიერთი ავადმყოფი ინარჩუნებს კრიტიკულ დამოკიდებულებას საკუთარი შეგრძნების მიმართ (მხედველობის ბორცვში დაზიანების ლოკაციის შემთხვევაში), სხვები სრულიად ვერ აღიქვამენ სხეულის ერთ ნახევარს (კორძიანი სხეულის დაზიანების დროს). Stockert F., 1934
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.