Rus. Штрёмгрен-Дфлби-Далби-Ранхайма синдром აღწერილია ერთი ოჯახის ხუთ თაობაში, ხასიათდება კატარაქტის და პროგრესელი სიყრუის განვითარებით, ვესტიბულური აპარატის ფუნქციის დარღვევით. დასაწყისი 20–30 წლის ასაკში.ნევროლოგიურ სტატუსში - ნათხემის ატაქსია, კიდურთა და სხეულის ინტენციური ტრემორი, კუნთოვანი ჰიპოტონია, მეტყველების შეცვლა, ბარბაცით სიარული, ცენტრალური ტიპის ნისტაგმი. 9 ავადმყოფიდან 5-ს 50 წლის შემდეგ უვითარდებათ ორგანული ტიპის პარანოიდული ფსიქოზები. დემენცია თანდათან ღრმავდება. Strömgren E., Dalby A., Dalby M., Ranheim B., 1970
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.