A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შფო

შფოთვა

Rus. тревога
E. Anxiety
აფექტი, რომელიც აღმოცენდება გაურკვეველი საშიშროების, მოვლენათა არაკეთილსაიმედო განვითარების მოლოდინში, შფოთვა განსხვავდება უსაგნო შიშისგან, რადგან შიში არის რეაქცია კონკრეტულ საშიშროებაზე. შფოთვის ეს თავისებურება შესაძლოა იყოს მისი განვითარების გაუცნობიერებელი მიზეზის შედეგი. შფოთვის აფექტი აიძულებს ადამიანს, ეძებოს შესაძლო საშიშროების წყარო. ამის გამო დიდია შფოთვის როლი ბოდვის (განსაკეთრებით პერსეკუტორულის) და ნევროზების განვითარებაში. ფსიქოლოგიური მეთოდიკებთი იკვლევენ პიროვნების კონსტიტუციურ და სიტუაციურ შფოთვას; უკანასკნელი დამასასიათებელია პიროვნების ამჟამმინდელი მდგომარეობისთვის (იხ. შპილბერგის სკალა შფოთვისა, ტეილორის სკალა შფოთვისა). შფოთვა ხშირად თან ახლავს ბოდვით განცდებს (მშფოთვარე – პარანოიდული სინდრომი). ფსიქოანალიზში: მწუხარების აფექტი, რომელიც განიცდება როგორც წუხილი რეალური საფრთსის ან მისი მოლოდინის შიშის სახით. მაგრამ ითვლება „თავისუფლად მოცურავედ“, თუკი იგი არსებობს სპეციფიკურ გარეგან საფრთხესთან ცნობიერი კავშირის გარეშე, თან ახლავს ვეგეტატიური (ავტონომიური) ნერვული სისტემის მომატებული აქტივობა (მაგ., გილისცემის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა და ა.შ.). ფსიქოანალიზში შფოთვის მნიშვნელობა ისაა. რომ ნევროზული სიმპტომების გამომწვევი კონფლიქტები ითვლება ბავშვობიდან წამოსული ინსტინქტური სურვილებისათვის დასჯის არაცნიობიერი ფანტაზიების გამოვლინებად. არსებობს ტიპური საშიშროებანი (ცნობიერი ადრეულ ბავშვობაში მოგვიანებით კი არაცნობიერი), რომლებმაც წარმოშვა შიში და ნევროზელი კონფლიქტი. ესენია: 1. ობიექტის დაკარგვა; 2. სიყვარულის დაკარგვა; 3. კასტრაციის კომპლექსი; 4. დანაშაულის გრძნობა „სუპერ-ეგო“-ს შფოთვა. შფოთვა შეიძლება ემსახურებოდეს მიზანს, მზად ამყოფოს ინდივიდი საშიშროებისადმი, არაცნობიერი კონფლიქტის შედეგისათვის. „ეგო“ იწვევს არაცნობიერ დაცვით ოპერაციებს. რათა თავიდან აიცილოს ცნობიერისათვის მიუღებელი ინსტიქტური სურვილები. თუ ეს სასიგნალო შფოთვა ვერ აღწევს თავის მიზანს, შეიძლება აღმოცენდეს სიმპტომები, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს მუდმივი და განმეორებადი შფოთვა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9