A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰალუცინაციები ფსიქომოტორული ლიტერალური

Rus. галлюцинаций психомоторные буквенные
აღწერილია (ვოკალური კრუნჩხვითი გულყრების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ცნობიერების შეცვლის გარეშე და შემოიფარგლება სახის მარჯვენა ნახევრის და მარჯვენა ხელის კუნთებით. აღქმის პათოლოგიის ხასიათი დამოკიდებულია კრუნჩხვის სიღრმეზე; აღინიშნა ცალკეული ასოების აკვიატებული წარმოდგენიდან ჰალუცინაციებსა და ფსევდოჰალუცინაციებზე გადასვლა (ავადმყოფი ამ ასოებს გრძნობდა საკუთარ ტვინში, ეგონა, რომ იგი წარმოთქვამს შესაბამის ბგერებს; ზოგჯერ გრძნობდა ცალკეულ ასოებს საკუთარ ყელში, გრძნობდა მათ როგორც უცხო სხეულს, ცდილობდა მათ ამოხველებას), შეტევის განსაკუთრებელი სიღრმის დროს ავადმყოფი სინამდვილეში წარმოთქვამდა შესაბამის ბგერებს, როგორც მას ეგონა. რაღაც გაურკვეველი ძალის ზემოქმედებით. Шербак А.Е., 1808
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9